
"შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას" - ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
07/11/2024 06:08:32 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკიმ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მისივე ცნობით, შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.
"შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მას მივულოცე ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება - მისმა არაჩვეულებრივმა კამპანიამ გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ვაფასებ მის ოჯახსა და გუნდს ამ დიდი შრომისთვის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისა და სამართლიანი მშვიდობისთვის" - წერს ზელენსკი.