
თოლორაია: როდესაც ყველა შიდა ინსტუტუტი მწყობრიდან არის გამოსული, ქვეყნის შიგნით სამართლებრივად რაღაც შედეგზე გასვლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს
07/11/2024 06:49:27 პოლიტიკა, საზოგადოება
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია არ ელის, რომ საალეპაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმის ფარულობის დარღვევის დადგენის თაობაზე.
„როდესაც ყველა შიდა ინსტუტუტი მწყობრიდან არის გამოსული, ქვეყნის შიგნით სამართლებრივად რაღაც შედეგზე გასვლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. პატარ-პატარა „გამონათებები“, როგორიც იყო თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, იქნება, მაგრამ ამისთვის არსებობობს ზედა ისტანციებში სიფრთხილით შერჩეული მოსამართლეები, რომ გადააზღვინ ამ ტიპის „გამონათებები“. სასამართლოსგან არ ველოდები, რომ ძალაში დატოვებს თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ძალაში დარჩა, ეს არ იქნება ამ მოსამართლეების გადაწყვეტილება“,- თქვა თოლორაიამ.
მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ბერკეტებია, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს, თუმცა ხაზს უსვამს დროის ფაქტორს:
„ეს ბერკეტები გაწელილია დროში. არჩევნების შედეგების გამოცხადება უნდა მოხდეს მიმდინარე თვეში. საერთაშორისო სასამართლოს, მათ შორის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრების შემთხვევაში, ეს დროში ძალიან გაწელილი პროცესია.
რაც შეეხება მეორე კონტექსტს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია - ლეგიტიმაცია ხალხისგან და საერთაშორისო პლატფორმაზე...დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას არ ექნება და გაუჭირდება ოპერირება და ასევე მგონია, რომ არ ექნება საერთაშორისო ნდობა და გაუჭირდება მოღვაწეობა ამ პერიოდის განმავლობაში“,- თქვა ლონდა თოლორაიამ.