
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპთან ფხენიანის მიერ რუსეთში ჯარების გაგზავნა განიხილა
07/11/2024 06:59:24 მსოფლიო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც Yonhap News Agency წერს, დაახლოებით 12 -წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და იუნ სოკ იოლი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის ადგილსა და თარიღს დანიშნავენ.
ამასთან, მათ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური საკითხების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ვითარებაც - ბირთვული საკითხები, რაკეტების გაშვება, რუსეთში ჯარების განლაგება - გამოთქვეს შეშფოთება უსაფრთხოების ამ საკითხებთან დაკავშირებით და უკრაინაში არსებული სიტუაციის აქტუალურობაზე.