Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

07/11/2024 08:12:34 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.

დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონების ნამსხვრევებმა კიევის პეჩერსკის რაიონში მდებარე სახლის 33-ე სართულზე ხანძარი გამოიწვია.

ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის 34-ე, ტექნიკური სართული. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა.

გარდა ამისა, რუსული დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე ბიზნესცენტრის შენობის ბოლო სართულებზე და სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კიევის ამავე რაიონში ხანძარი გაჩნდა კერძო სამედიცინო დაწესებულების შენობაშიც. ასევე პოდოლსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა 2-სართულიან სახლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S