Accentnews.ge
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ზურა ჯაფარიძე  მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ზურა ჯაფარიძე  მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს

07/11/2024 09:11:14 პოლიტიკა, სამართალი

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე.

გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ "მტკიცებულებები, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს, საჯაროდ არის გავრცელებული".

„ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებებს მიუთითა იმ წყაროების შესახებ, სადაც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებებია გამოქვეყნებული.

პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ პირველ ეტაპზე გამოჰკითხეს ყველა ის ადამიანი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა:

„კონკრეტული სახელი და გვარი არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ, ან დავკითხავთ სასამართლოში“.

ამავე საქმის ფარგლებში გუშინ, 6 ოქტომბერს, გამოჰკითხეს კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი და პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. სამივე მათგანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S