დიდმა ბრიტანეთმა ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა
07/11/2024 10:30:06 პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა.
როგორც ქვეყნის მთავრობა განმარტავს, ანატოლი ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას.
"ის ეწევა, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას თუ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.


