Accentnews.ge
ქურდოვანიძე: სასამართლომ დღეს უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე

ქურდოვანიძე: სასამართლომ დღეს უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე

07/11/2024 11:26:32 სამართალი, საზოგადოება

"სასამართლომ დღეს უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე", – ასე აფასებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) დირექტორი ნონა ქურდოვანიძე საააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, "დღევანდელი გადაწყვეტილება არ ცვლის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა".

"ჩვენ ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არჩევნებზე ხმის ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული, ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა და ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ორმა მილიონმა ადამიანმა ვინც პირადი გამოცდილებით იცის, რომ მისი ხმა არ იყო ფარული, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლომ დღეს ჩვენი საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, სასამართლომ უბრალოდ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სასამართლოს საერთოდ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება:

„რა უნდა განმარტონ, რა უნდა განმარტონ იმაზე რომ ბიულეტენების უკან არ რჩებოდა კვალი?! რომ ადამიანებს არ შეეძლოთ ფარულად მიეცათ ხმა, ეს არის უბრალოდ ფაქტები, ამას ვერ გაექცევა სასამართლო, მიუხედავად იმისა, რას დაწერენ იმ გადაწყვეტილებაში".

ორგანიზაციის ცნობით, მის მიერ "წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება".

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიითო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით", – აცხადებენ საია–ში.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.

სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.

საარჩევნო კომისიას უნდოდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროში ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S