გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

07-11-2024 16:27:43 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართული სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრის - Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 36 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთაგან ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრი - Cambrian Patrol, ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით, 1959 წლიდან რეგულარულად იმართება და სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები