Accentnews.ge
მოსამართლე ხუჭუა - სააპელაციოზე: „ერთი რამ აშკარად შევნიშნე, რომ ყველა კარგ ხასიათზე იყო, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა ტარდებოდა"

მოსამართლე ხუჭუა - სააპელაციოზე: „ერთი რამ აშკარად შევნიშნე, რომ ყველა კარგ ხასიათზე იყო, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა ტარდებოდა"

07/11/2024 14:50:04 საზოგადოება

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ ამბობს, რომ ეჭვი არ ეპარება მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში. საუბარია მოსამართლე ხუჭუას მიერ ხმის ფარულობის დარღვევის დადგენაზე, რომელიც აპლეაციამ გააუქმა.

"არც ერთი წამით, რაც მე სათათბირო ოთახიდან გამოვედი, არ შემპარვია ეჭვი, რომ მივიღე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის პრინციპზე, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, კანონზე, სამართალზე, ჩემს შინაგან რწმენაზე",- თქვა მან "ტვ პირველის" ეთერში.

ის თვლის, რომ მისი გადაწყვეტილება ადამიანებში რწმენას გააჩენს.

„მე ვარ კმაყოფილი და სავსე იმით, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ნაწილმა, ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ სასამართლოს მიმართ და პრაქტიკულად, უიმედო მდგომარეობას ამჟღავნებდნენ... გაიმარჯვა იმედმა, საღმა აზრმა და რწმენამ, ამ ქვეყანაში არ არის ისე რომ ადამიანი სამართლიანობას ვერსად ნახავს.

შედეგი ძალიან დიდია - ადამიანებს მიეცათ იმედი. ამ ქვეყანაში, საქართველოში არ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სამართლიანობის განცდა აქვთ. მიმაჩნია, რომ თუ ჩემი გადაწყვეტილებით ერთმა ადამიანმა მაინც რაიმე ირწმუნა, ეს ძალიან დიდი შედეგია. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არავითარი სამართლერივი ძალა არ გააჩნია სახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში“.- თქვა მოსამართლემ.

რაც შეეხება მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში ახალი ექსპერიმენტის ჩატარებას (მასში მონაწილეობდნენ ცესკოს წარმომადგენლები), რასაც აპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება, თქვა, რომ სამოტივაციო ნაწილს არ იცნობს და ვერ შეაფასებს, ეპიზოდური მონაცემებით კი, მათ შორის, მოისმინა აპელანტის პოზიცია, რომელიც მისი შეფასებით, „იმდენად უსაფუძვლო და სამართლებრივი ძალის არმქონეა“, რომ ამაზე „იურისტებს სერიოზული საუბარი გაუჭირდებათ“: „ვგულისხმობ,“ამომრჩეველმა ზუსტად ვერ დაინახა, რომელი ნომერი იყო შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენზეო“.

ექსპერიმენტის ნაწილში მან დეტალებზე არ ისაუბრა, არ იცნობს რა მასალებს, თუმცა თქვა, „ერთი რამ აშკარად შევნიშნე, რომ ყველა კარგ ხასიათზე იყო, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა ტარდებოდა, ყველას ეღიმებოდა - რატომ? ვერ გეტყვით“.

მან დასძინა, რომ "დარწმუნებული ვარ, ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადამიანებს გაუჩენს იმედს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ შესაძლებელია სადმე - პატარა ქალაქში, რაიონში, სოფელში, თუ ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, მას შეუძლია, მიმართოს იქვე მყოფ ადამიანს - მოსამართლეს, რომელსაც ხედავს ქუჩაში და მისგან მან მიიღოს სამართალი - ეს იყო ამ გადაწყვეტილების შედეგი, რომ ადამიანებს ამის რწმენა უფრო განუმტკიცდათ და აღუმაღლდათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S