Accentnews.ge
მგალობლიშვილი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით

მგალობლიშვილი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით

07/11/2024 16:50:41 კონფლიქტები, რეკლამა

როგორც მოსალოდნელი იყო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმადემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმემნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარსაკითხებს წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხის განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, წინა შეხვედრების მსგავსად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა მანამდეჩვენ ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით. საკითხები ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავებებსა და ბორდერიზაციას.

მოლაპარაკებების დროს, მათი მხრიდან ასევე გაჟღერდა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლების იდეა, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მოგვიწევს დასხდომა და ვიმედოვნებ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტს გაეცემა ისეთი პასუხი, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა და რა თქმა უნდა, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა იმსახურებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერსგაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S