07-11-2024 23:09:05 ევროპა ,მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მოლდოვის მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.
როგორც ზელენსკი X-ზე წერს, მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისაუბრეს.
"პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მე შევხვდი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და მივულოცე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით, ასევე რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე. კოორდინირებულია ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეც. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნების გზამ ევროკავშირისკენ უნდა მისცეს ჩვენს ხალხს მეტი შესაძლებლობა, მეტი სოციალური სტაბილურობა და ეკონომიკური უსაფრთხოება. გაერთიანებული ევროპა აძლიერებს ერებს" , - წერს ზელენსკი.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
„მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- უპასუხა კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.