Accentnews.ge
უკრაინაში ცნობილი რუსი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან

უკრაინაში ცნობილი რუსი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან

07/11/2024 19:54:23 მსოფლიო

”გუშინ გენერალ-მაიორი გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა", - იტყობინება პრორუსული ტელეგრამ არხი "დონბასი".

თავის მხრივ, გამოცემა "ვაჟნიე ისტორიიმ" შეძლო დაედასტურებინა რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ ცნობა კლიმენკო ოჯახის წევრების ანგარიშების მეშვეობით.

„ეს არის მე-13 გზავნილი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში რუსი გენერლების დაღუპვის შესახებ. მათგან მხოლოდ რვა დაადასტურა რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად“, - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, კლიმენკომ მოაწყო დონეცკში წამების ბანაკი და სწორედ მისმა მებრძოლებმა მოკლეს წამებით დონბასში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქე რასელ ბენტლი წამებით. მკვლელობის შემდეგ მისი გვამი კვალის დაფარვის მიზნით ააფეთქეს. მას ასევე უკავშირებდნენ ქვეშევრდომებისგან ფულის აღებას ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ.

როგორც იტყობინებიან, ის ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის, მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S