
ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8–მდე გაიზარდა
08/11/2024 06:06:10 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში რუსული ბომბებით დანგრეულ შენობებში მაშველებმა კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ 8 ნოემბრის დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი წლის ბავშვია.
გასულ ღამით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.
რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიე 7 ნოემბერს დაბომბეს. დანგრეულია სახლები და სამედიცინო დაწესებულება.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 8 ნოემბერს დილით განახლებული მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაშავებულია 42 ადამიანი.