
რუსეთმა ხარკოვი კვლავ დაბომბა, დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი
08/11/2024 06:18:03 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი კვლავ დაბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის – სამი თვის ჩვილი.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით ან დრონებით.