Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 რუსული რაკეტა და 62 დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 რუსული რაკეტა და 62 დრონი გაანადგურა

08/11/2024 08:34:56 მსოფლიო

8 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 რუსული რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე X-59/69 და "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით, ასევე 92 დრონით მიიტანეს იერიში.

შეტევა როსტოვის, ბელგოროდის, კურკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორელის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან იყო კოორდინირებული.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 4 ერთეული X-59/69 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა. გარდა ამისა ლოკაციურად დაკარგულია 26 დრონი.

საჰაერო სამიზნეები ოდესის, ნიკოლაევის, კიევის, სუმის, ხარკოვის, ჟიტომირის, პოლტავის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკოვის ოლქებში გაანადგურეს.

თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S