Accentnews.ge
ნეთანიაჰუმ ამსტერდამში ორი თვითმფრინავი გაგზავნა თავდასხმის შედეგად დაშავებული ისრაელის მოქალაქეების ევაკუაციისთვის

ნეთანიაჰუმ ამსტერდამში ორი თვითმფრინავი გაგზავნა თავდასხმის შედეგად დაშავებული ისრაელის მოქალაქეების ევაკუაციისთვის

08/11/2024 08:41:25 მსოფლიო

ამსტერდამში ისრაელის კლუბ თელ-ავივის "მაკაბისა“ და ნიდერლანდის „აიაქსს“ შორის გამართული ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს. კადრებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელთა ნაწილს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები. თავდამსხმელებმა იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ.

პირველადი მონაცემებით, დაშავდა ისრაელის გუნდის 10-მდე ქომაგი. დაშავებულებს დანით მიყენებული ჭრილობებიც აქვთ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ დაშავებულთა გარდა ორი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ნიდერლანდის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის ცენტრში ჩხუბის შესახებ მრავალი შეტყობინება მიიღეს, არეულობის შემდეგ დააკავეს 57 ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამსტერდამში ორი თვითმფრინავის გაგზავნის ბრძანება გასცა, ამსტერდამიდან ისრაელის მოქალაქეების სასწრაფოდ წამოსაყვანად. მან ნიდერლანდის ხელისუფლებას სამართალდამრღვევების მიმართ „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდა, რათა უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დატოვონ სასტუმროები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S