Accentnews.ge
მიშელი: საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული

მიშელი: საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული

08/11/2024 09:30:16 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადეს, რომ "საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული".

"პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს.

მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული.

ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მოსაზრებები გავუზიარო პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, მიშელმა.

ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სანქციები და უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს დღის წესრიგში, მიშელმა, "მთავარი არხის" ცნობით, შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან".

ცნობისთვის: ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიციამ უკვე გამართა რამდენიმე აქცია და პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S