Accentnews.ge
Bloomberg: რუსეთმა ირანს С-400-ის მიყიდვაზე უარი უთხრა

Bloomberg: რუსეთმა ირანს С-400-ის მიყიდვაზე უარი უთხრა

31/05/2019 05:18:17 სხვა, მსოფლიო

რუსეთმა ირანს რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემების С-400-ის მიყიდვაზე უარი უთხრა, ვინაიდან მოსკოვი შიშობს, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას გაზრდის,- ამის შესახებ ორ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg წერს,თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.


მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში რუსეთში ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი იმყოფებოდა. მან მოლაპარაკებები გამართა რუს კოლეგასთან და პუტინს ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის გზავნილი გადასცა.

სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წლის მაისში – საუდის არაბეთის რამდენიმე სანავთობო ობიექტზე თავდასხმის შემდეგ გამწვავდა. საუდის არაბეთმა და აშშ–მა მომხდარში ირანი დაადანაშაულეს, თავად ირანი ინციდენტთან კავშირს უარყოფს. 

ცნობისთვის: ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს კვლავ სანქციები დაუწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ს ბრალად „აგრესიული ქცევა“ დასდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S