Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კონგრესმენების წერილებს „სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კონგრესმენების წერილებს „სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებს

12/02/2020 11:00:18 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლუსმანაშვილი ამრიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მტავრობისადმი გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებს „სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებს.

"ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება პირადად ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამოიხატება მათი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასთან თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებაში. სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსიური ჩარევა არაა მიზანშეწონილი. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს, კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მივიღო გადაწყვეტილებები", - აცხადებს ლურსმანაშვილი.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას დაკავების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S