ამინდის 12 –15 თებერვლის პროგნოზი
12/02/2020 11:29:59 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია მთაში და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან - ძლიერი, ზვავი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე მოსალოდნელია სეტყვა და 4-5–ბალიანი შტორმი.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


