
ევროკომისია თანამშრომლებს ბრიუსელში მყოფ რუს ჯაშუშებზე აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს
08/11/2024 15:17:12 მსოფლიო
ევროკომისია თავის თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ბრიუსელი სავსეა ჯაშუშებით, რის გამოც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, – იუწყება Politico.
ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჯაშუშებისგან მომავალი საფრთხელ რეალურია და შესაძლოა ისინი ევროკავშირის საიდუმლოებების მოპარვაზე მუშაობდნენ.
ბელგიის უსაფრთხოებაში ანგარიშობენ, რომ ზოგიერთ საელჩოში დიპლომატების 10-20 პროცენტი დაზვერვის თანამშრომელია და ასეთივე ეჭვი არსებობს ბრიუსელში მომუშავე ჩინელ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. დასავლეთის უშიშროების სააგენტოები ასევე აცხადებენ, რომ რუსული ჯაშუშობის საფრთხე უკრაინაში ომის დაწყების სემდეგ განსაკუთრებით არის გაზრდილი