
რუსეთის პოლიციის უფლებამოსილებას "ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება" დაემატება
08/11/2024 16:19:06 მსოფლიო
რუსეთის პოლიციის უფლებამოსილებას "ტრადიციული, სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება" დაემატება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებულ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, როგორ გაუმკლავდება სამინისტრო ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და შენარჩუნებას.
რუსული ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებად კრემლი მიიჩნევს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების, რიგი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური, არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას.
სექტემბრის შუა რიცხვებში, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსებს, მათივე განმარტებით, "უცხო ღირებულებებს" ახვევენ თავს. "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალშია 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, კანადა, უკრაინა და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია. სიაში არ მოხვდა საქართველო.