
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ
08/11/2024 17:02:40 მსოფლიო
ევროკავშირი და აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის ამ ქვეყნებთან ალიანსი მოქმედებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, სადაც აშშ ჩინეთის შესაკავებლად საკუთარი ძალისხმევების კონცენტრირებას გეგმავს.