ევროპარლამენტარი: „მოსკოვმა დრო გამონახა საქართველოს თავისი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად“

08-11-2024 22:14:24 პოლიტიკა

"ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია", - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ „არსებითი დებატებისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები