Accentnews.ge
მედია: ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში მასკიც მონაწილეობდა

მედია: ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში მასკიც მონაწილეობდა

08/11/2024 18:52:49 მსოფლიო

აშშ–ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარში SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც მონაწილეობდა, – იუწყება Axios ორ წყაროზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, მასკმა უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

გამოცემის წყაროების ცნობით, ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჩათვალა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ტრამპის გამარჯვების გამო არ უღელვია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპთან საუბარმა „ზელენსკი სასოწარკვეთილი არ დატოვა“.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია თავად ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა.,

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S