თურნავა განმარტავს, რატომ გაჩნდა "აჟიოტაჟური მოთხოვნა" დოლარზე

08-11-2024 22:59:21 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბოლო ორ თვეში სავალუტო რეზერვებიდან რამდენიმე ასული მილიონი დოლარის გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სებ–ი აღნიშნულ "ინტერვენციას არ განახორციელებდა, ლარი მყისიერად გაუფასურდებოდა, რაც მოსახლეობას გააღარიბებდა".

„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები