09-11-2024 17:56:01 პოლიტიკა
"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით, შევხვდეთ და ვისაუბროთ. მსურს, თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?”, – ასე მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
მანამდე კობახიძემ, განაცხადა, რომ “გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”.
ცნობისთვის: როთის განცხადებით, 11 ნოემბერს თბილისს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა.