
ნიკოლაევზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
11/11/2024 06:30:32 მსოფლიო
ნიკოლაევზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
ქალაქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლაევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.