
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ
11/11/2024 08:15:53 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ჰიმნისა და აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს.
აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლებენ, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მორიგ შეხვედრას ოპოზიციასთან გამართავენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მათ ხაზი გაუსვეს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების აუცილებლობას.