
"ჩვენ ვართ ევროპა" - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
11/11/2024 08:53:29 პოლიტიკა, საზოგადოება
დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია - "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "კოალიცია ცვლილებისთვის" ავრცელებს.
"დღეს ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა!
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ". - ნათქვამია შეტყობინებაში.