Accentnews.ge
CNN: მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობას სავარაუდოდ, არ დაიკავებს

CNN: მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობას სავარაუდოდ, არ დაიკავებს

11/11/2024 09:33:05 მსოფლიო

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მზარდი გავლენის მიუხედავად, დიდი ალბათობით, SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში "პოსტს" არ დაიკავებს, – იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მასკს ხარჯების შემცირების ეფექტიანობის კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ საკუთარ კომპანიებთან ინტერესთა კონფლიქტის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასკი ამ შეთავაზებას დათანხმდეს.

მასკი მონაწილეობას იღებდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და რესპუბლიკური პარტიის ხარჯებისთვის 130 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა.

Bloomberg–ის ცნობით, არჩევნების მეორე დღეს – 6 ნოემბერს მასკის ქონება, 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

"მოგების დიდი ნაწილი მილიარდერებისთვის განაპირობა აქციების ზრდამ აშშ-ში. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, S&P 500 ინდექსი 2,5%-ზე ავიდა, რაც არჩევნების შემდგომი საუკეთესო მაჩვენებელი გახდა ისტორიაში", – წერდა გამოცემა 7 ნოემბერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S