
შოლცი: მე და დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშაოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად
11/11/2024 11:53:05 მსოფლიო
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ამის შესახებ გერმანელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშაოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. სატელეფონო საუბრისას მე პირადად მივულოცე მას და აღვნიშნე, რომ გერმანიას სურს, განაგრძოს მისი წარმატებული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – წერს გერმანიის კანცლერი სოციალურ ქსელში.