Accentnews.ge
ბრიტანელი ადმირალი: ოქტომბერში რუსეთის არმია ყოველდღიურად კარგავდა 1500-მდე სამხედროს

ბრიტანელი ადმირალი: ოქტომბერში რუსეთის არმია ყოველდღიურად კარგავდა 1500-მდე სამხედროს

11/11/2024 13:45:08 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ ენტონი რადაკინის ცნობით, ოქტომბერში რუსეთის არმია ყოველდღიურად კარგავდა 1500-მდე სამხედროს დაღუპულებისა და დაშავებულების ჩათვლით. ეს, მისი შეფასებით, რუსეთისთვის ყველაზე მძიმე მაჩვენებელია დანაკარგების მხრივ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ამასთან, რადაკინის თქმით, რუსეთი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯავს საჯარო თანხების 40%-ზე მეტს, რაც "უზარმაზარი ზეწოლაა" ქვეყანაზე.

მანამდე რუსეთს დანაკარგების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზაფხულში ჰქონდა, როდესაც ხარკოვზე წამოიწყო შეტევა.

რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S