Accentnews.ge
თენგო თევზაძე სასამართლოში ხვალ გამოიკითხება

თენგო თევზაძე სასამართლოში ხვალ გამოიკითხება

11/11/2024 14:23:08 პოლიტიკა, სამართალი

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც პროკურატურამ დაიწყო ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 12 ნოემბერს გამოიკითხება.

"ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა, ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!"- წერს თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსად თევზაძისა გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები, ასევე პრეზიდენტი, რომლებიც დარღვევებზე საუბრობენ. ისინი შიდა გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, რომლებიც დღეს სტუმრობენ ქვეყანას, თუმცა მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S