
უკრაინის ხელისუფლება კურახოვოს მახლობლად დამბის დაზიანებას ადასტურებს
11/11/2024 15:39:59 მსოფლიო
დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია კურახოვოს წყალსაცავზე დამბის დაზიანების შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი აცხადებს, რომ ეს რუსული დაბომბვის შედეგად მოხდა.
„ეს დარტყმა პოტენციურად საფრთხეს უქმნის მდინარე ვოლჩიას დასახლებების მცხოვრებლებს - დონეცკის და დნეპრის რეგიონებში. 16:00 საათისთვის დადგინდა, რომ ველიკონოვოსელკოვსკაიას თემში მდინარეში წყლის დონე 1,2 მეტრით გაიზარდა“, - წერს ის.
დამბის დაზიანებისა და მდინარე ვოლჩიაში წყლის დონის მატების შესახებ ცნობები ასევე დაადასტურა კურახოვოს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან პადუნმა: ”ჩვენ ვიცით, რომ წყალი მიედინება ტერნოვსკაიას კაშხლის მახლობლად მდებარე სოფლებში. ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ზიანის ბუნება ან მისი კრიტიკულობა. მუდმივი დაბომბვის გამო კაშხლის გადამოწმებას ვერ ვახორციელებთ“, - განუცხადა მან ონლაინ გამოცემას Suspilne-ს.
უკრაინული წყაროები ამტკიცებს, რომ დამბა რუსებმა გაანადგურეს, რათა დატბორილიყო გზები, რომლებიც ამარაგებს კურახოვოს გარნიზონს და უკრაინის ჯარებს წყალსაცავის ჩრდილოეთით.
რუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ კაშხალი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის წინსვლის შენელების მიზნით ააფეთქეს.