Accentnews.ge
პარლამენტთან აქცია, „ჩვენ ვართ ევროპა“ მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან აქცია, „ჩვენ ვართ ევროპა“ მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

11/11/2024 15:45:17 პოლიტიკა, საზოგადოება

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მოსალოდნელია, რომ აქციის მონაწილეებს მიმართავენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. მანამდე მათ შეხვედრა გამართეს პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა მათთან შეხვედრაზე.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ, მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S