
ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს
11/11/2024 19:39:33 ევროპა
ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს,- წერს Reuters.
კერძოდ, ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და იგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თავშესაფრის მაძიებლეთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.