Accentnews.ge
მაკრონი და სტარმერი უკრაინას „ურყევ“ მხარდაჭერას ჰპირდებიან

მაკრონი და სტარმერი უკრაინას „ურყევ“ მხარდაჭერას ჰპირდებიან

11/11/2024 19:49:51 ევროპა, მსოფლიო

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ მას დასჭირდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადეს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა კირ სტარმერმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

სტარმერი გაემგზავრა საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიეღო პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ორშაბათს, პარიზში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გამართული ცერემონიის შემდეგ, ორმა ლიდერმა განიხილა სამომავლო ტაქტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ლა-მანშის გასწვრივ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა დაადასტურა უკრაინის "ურყევი" მხარდაჭერის ვალდებულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S