Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის ოლქში ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

12/11/2024 06:07:25 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

როგორც ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი სოციალურ ქსელში წერს, "უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში, სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა".

მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა“, - წერს გუბერნატორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S