Accentnews.ge
მედია: ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს

მედია: ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს

12/11/2024 06:12:50 მსოფლიო

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი მარკო რუბიო წარადგინოს, – იუწყება ამერიკული მედია.

კერძოდ, 11 ნოემბერს The New York Times-მა დაწერა, რომ არჩეული პრეზიდენტი როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს წარადგენს. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იგივეს იუწყება ტელეკომპანია CNN-იც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა ცნობით, დონალდ ტრმპმა შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.

53 წლის რუბიო აშშ-ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელია. იგი ამჟამად სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია.

ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S