Accentnews.ge
ქართული სოფლების მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

ქართული სოფლების მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

12/02/2020 12:29:36 კონფლიქტები

ქართული სოფლების მოსახლეობა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულია. სროლის და აფეთქებების ხმა სოფელ ნიქოზშიც ესმით.

როგორც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა ნინო მინდიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, სახლების ნაწილში, რომლებიც უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონს ესაზღვრება, რეზონანსისგან ფანჯრების მინები ზანზარებს.

ცნობისთვის: გუშინ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 2,5 ათასზე მეტი სამხედროს მონაწილეობით. მათი უმრავლესობა სამხრეთ სამხედრო ოლქის 58–ე არმიის მოტომსროლელ და სადაზვერვო ქვედანაყოფებში მსახურობს, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაშია დისლოცირებული.

სამხედროები საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას რამდენიმე სხვადასხვა პოლიგონზე გაივლიან, შეისწავლიან რთულ პირობებში, როგორც დღისით ისე ღამით, ნებისმიერ ამინდში დაზვერვის წარმოების მეთოდებსა და ხერხებს, შეასრულებენ პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამოცანებს, – იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S