
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
12/11/2024 06:34:11 საზოგადოება
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ხელმოწერილი თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - იუწყება Reuters.
მისი ცნობით, დოკუმენტი ძალაში მაშინ შევა, როდესაც მხარეები რატიფიკაციის ინსტრუმენტებს გაცვლიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი ორი დღის წინ მოაწერა.
ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.