Accentnews.ge
კრივოი როგში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა სამამდე გაიზარდა

კრივოი როგში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა სამამდე გაიზარდა

12/11/2024 07:18:13 მსოფლიო

მესამე ბავშვის ცხედარი იპოვეს კრივოი როგში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, რომელიც წინა დღეს სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა, განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.

"ის ერთი წლისაც არ იყო..." - წერს ის.

სამშაბათს დილით ლისაკმა ორი ბავშვის ცხედრის აღმოჩენის შესახებ განაცხადა, ხოლო წინა ღამეს მაშველებმა ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი -დაღუპული ბავშვების დედა. შესაბამისად, სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. თავდასხმის მსხვერპლი ოჯახი იყო - დაიღუპა 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და 2 თვის გოგონა, იტყობინება პროკურატურა.

რუსი სამხედროები კომენტარს არ აკეთებენ კრივოი როგზე განხორციელებულ დარტყმაზე, რის შედეგადაც ხუთსართულიანი შენობა დაინგრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S