
CNN: ტრამპმა კონგრესმენ უოლცს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა
12/11/2024 08:04:33 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ მაიკ უოლცს შესთავაზა, – იუწყება CNN.
50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. იგი ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში 20 წელზე მეტხანს მსახურობდა. იგი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ უოლცი თეთრ სახლსა და პენტაგონში მუშაობდა.
უოლცი ცნობილია ჩინეთისადმი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S