
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში სავარაუდოდ, აგურის დაცემის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა
12/11/2024 08:11:50 საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში სავარაუდოდ, აგურის დაცემის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, – იუწყება რადიო „მარნეული“.
მისივე ცნობით, შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.