Accentnews.ge
ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტიგმის გავრცელებისგან

ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტიგმის გავრცელებისგან

12/11/2024 10:20:52 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს მოუწოდებს, „არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან”.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის: 11 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ ... აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ - რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S