Accentnews.ge
მესტიის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გათიშვისკენ მოუწოდებს

მესტიის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გათიშვისკენ მოუწოდებს

12/11/2024 10:50:10 საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას მოუწოდებს, გათიშონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში “კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება”.

მერიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან ასაცილებლად, ისინი გათიშულია.

მისიცე ცნობით, ამ პირობებში, შეუძლებელი გახდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

“აღნიშნულ თემებში [ხაიშსა და ჭუბერში], ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტრესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა”, –ნათქვამია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S