Accentnews.ge
Politico: გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

Politico: გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

12/11/2024 12:18:08 მსოფლიო

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - იუწყება Politico გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S