
კრივოი-როგსა და ნიკოლაევში გლოვის დღე გამოცხადდა
12/11/2024 17:33:15 მსოფლიო
უკრაინის ქალაქებში – კრივოი-როგსა და ნიკოლაევში გლოვის დღე გამოცხადდა.
ბოლო დღეებში რუსეთის არმიის დარტყმების შედეგად ხსენებულ ქალაქებში, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
"13 ნოემბერი კრივოი-როგში გლოვის დღეა. ქალაქში 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი - 10 წლის, 2 წლის და 2 თვის ბავშვები - დაიღუპნენ რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელმაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. თავდასხმის დროს კიდევ 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ", – აცხადებს ქალაქის გუბერნატორი ოლეკსანდრ ვილკული.
ნიკოლაევში კი, სადაც 11 ნოემბერს რუსეთის მიერ საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქის მერმა ოლექსანდრ სიენკევიჩმა გლოვის დღედ 12 ნოემბერი გამოაცხადა.