Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა

12/11/2024 18:19:14 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა, – იუწყება რუსული მედია.

კანონი ითვალისწინებს ინტერნეტში, მედიაში, ფილმებსა და რეკლამაში “ჩაილდფრის” (ნებაყოფლობითი უშვილობა) შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე აკრძალვას. სოციალურ ქსელებს დაევალებათ კონტენტის მოდელირება, რომელიც ნებაყოფლობით უშვილობაზე პროპაგანდას უკავშირდება. დარღვევის შემთხვევაში რესურსები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას შეიცავენ, “როსკომნადზორის” აკრძალულ საიტთა რეესტრში მოხვდებიან. ფილმებს, რომლებშიც “ჩაილდფრი” იდეოლოგიასთან დაკავშირებული სცენები ან რეპლიკები იქნება, კინოთეატრებში ჩვენების ლიცენზია ჩამოერთმევათ.

ასევე, დამტკიცდა ცვლილება, რომლის მიხედვით, კანონი არ გავრცელდება ინფორმაციაზე სამონასტრო, მონაზვნების და ბერების ცხოვრების წესის შესახებ, დაუქორწინებლობის აღთქმისა და შვილების გაჩენაზე უარის თქმით ჩათვლით.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები 100 ათასი რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე (1,000 - 40,000 აშშ დოლარი). უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის იგივე ჯარიმებია გათვალისწინებული, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა ამასთან ერთად რუსეთიდან შემდგომი ადმინისტრაციული გაძევებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S